ცნობილი ამერიკული გამოცემები ამჯერად კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის დაშორების შესახებ უტყუარ ცნობებს აქვეყნებენ. Vanity Fair-ის რეპორტში ნათქვამია, რომ წყვილი, რომელიც 2014 წელს დაქორწინდნენ, ურთიერთობას აღარ გააგრძელებენ.
გამოცემის თქმით, კიმმა უკვე დაიქირავა ლორა უესერი, რომელიც განქორწინებების იურიდიულ საკითხებს აგვარებს და მის გამოცდილებაშია ანჯელინა ჯოლის, ჰეიდი კლუმისა და თავად კარადშიანის 2011 წლის საქმეებიც.
შეგახსენებთ, რომ ცოლ-ქმრის განშორების შესახებ ეჭვები 2016 წლიდან ვრცელდება და ეს იმ მომენტს უკავშირდება, როცა რეპერი საავადმყოფოში ფსიქიკური გადაღლილობის დიაგნოზით გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ წყვილს ოთხი საერთო შვილი ჰყავს.