კომპანია Ideal Group ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. აქ მოსულთ დაგხვდებათ ფართო არჩევანი და მეგობრული გარემო. დეტალური ინფორმაციისთვის OK! პირადად გაესაუბრა კომპანია Ideal Group-ის გაყიდვების მენეჯერს ქეთუნა ქავთარაძეს.
გვიამბეთ Ideal Group-ის დაარსების ისტორია.
Ideal Group პირველი პოლიგრაფიული კომპანიაა, რომელიც 90-ანი წლებიდან პოლიგრაფიულ სფეროში მოღვაწეობს და აწარმოებს შესაფუთ მასალებს საკვები პროდუქტებისთვის, დაახლოებით 3 წელია, რაც ჭიქების წარმოებაც დავიწყეთ. მთავარი იდეა იყო იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და ჩვენი პროდუქციის ექსპორტის დაწყება. ამ გეგმას წარმატებით ვასრულებთ მაღალი ხარისხისა და კარგი ფასის ხარჯზე. რაც შეეხება ქაღალდის ჩანთებს, სულ რამდენიმე თვეა, დავიწყეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ მუყაოს უმაღლესი ხარისხის როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ჭიქებს, მუყაოს საწრუპებს, ხის მოსარევ ჩხირებსა და კრაფტის ჩანთებს.
სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩვენი ოფისი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას N46-ში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აღნიშნული პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთა. პროდუქცია ასევე წამოდგენილია ჩვენს Facebook https://m.facebook.com/idealgroupge და Instagram https://instagram.com/idealgroupcups?igshid=1wq3fimysciyj გვერდებზე.
კომპანიის სამომავლო გეგმები.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ეკოლოგიურად სუფთა ბიოდეგრადირებადი პროდუქციის მიმართულებით გაფართოებას.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი