გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში კიდევ ერთი ვარსკვლავური საიდუმლო გაჟღერდა! ნოე სულაბერიძემ საზოგადოებას მარიტა მელიქიშვილი წარუდგინა და საჯაროდაც პირველად გააჟღერა ფაქტი, რომ ის მსახიობისა და ტელეწამყვანის - გიორგი გასვიანის საცოლეა.
„ჩემს პირადზე კამერების წინ არასდროს მისაუბრია... ახლა ვღელავ... ეს ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა მარიტა გახლავთ“, - აღნიშნა გიორგი გასვიანმა.
როგორც ირკვევა, წყვილი პანდემიის მიუხედავად სულ მალე აპირებს დაქორწინებას და სტუმრებს სადღესასწაულო საღამოზე პირბადეებითაც ელის.