გასული ოქტომბრის თვეში, 52 წლის "მოცეკვავე მილიარდერი" - ჯანლუკა ვაკი და მისი 25 წლის მეგობარი გოგონა - შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ! ვარსკვლავებს ქალიშვილი -ბლუ იერუსალიმა ეყოლა და დაბადებიდან ორი თვის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის მისი სახე პირველად ეჩვენებინათ.
გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა პატარა გოგონა თანდაყოლილი მანკით - მგლის ხახით, რამაც მშობლებს საქველმოქმედო საქმიანობისკენ მოუწოდა.
"ბლუ მგლის ხახით დაიბადა, ჩვენი გული შეძრა იმ ადამიანებზე ფიქრით, რომლებსაც ასევე დასჭირდათ ამასთან გამკლავება. ეს 700-დან 1 ახალშობილს ემართება. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი დროთა განმავლობაში ჩაერევა და ასე დაეხმარება მას ნორმალურ ცხოვრების შენარჩუნებაში,"- დაწერა ჯანლუკამ, რომელიც შერონთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუკავშირდა და იმ ოჯახების დახმარება გადაწყვიტა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ სანდო ექიმებს მიმართონ ძვირადღირებული და საფრთხილო პროცედურისთვის.