34 წლის ამერიკელი ვარსკვლავისა და ცნობილი ტრანსფორმერების გმირის - შაია ლაბაფის გარშემო სკანდალი აგორდა! რამდენიმე დღის წინ New York Times-ში დაიწერა, რომ მას 32 წლის მომღერალი- ტალია ბარნეტი უჩივის, რომელიც ჯგუფის FKA Twigs-ის წევრია.
ბარნეტი ყოფილ მეგობარ მამაკაცს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მან მის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა, მისი ინფორმაციით, შაია მას ერთ-ერთი ჩხუბის დროს ბენზინგასამართზე დაესხა თავს, სხვა დროს კი, როცა გოგონა ლოს-ანჯელესის დატოვებას ცდილობდა, ის ოთახში გამოკეტა.. გარდა ამისა მომღერალმა პრესას ის ფაქტიც გაანდო, რომ შაიას საძინებელ ოთახში ყოველთვის ჰქონდა დატენილი იარაღი.
ტალიას აღიარების შემდეგ, მომღერალმა სიამაც საჯაროდ თქვა, რომ შაია პათოლოგიური მატყუარაა და მასთან ურთიერთობას მატოობა სჯობს.