ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევას ვიწყებთ, ეს პროცესი საახალწლო ფუსფუსის განსაკუთრებულად საყვარელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საკუთარი წესები დაუკანონა ჩვენს ყოველდღიურობას და საახალწლო შოპინგმა დიდწილად ონლაინ გადაინაცვლა, სწორედ ამიტომ საყვარელი ადამიანების გახარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით!
OK! Magazine Georgia გთავაზობთ საჩუქრების ჩამონათვალს ქართული ონლაინ მოლიდან VENDOO, რომელიც გაგიმარტივებთ საახალწლო შოპინგს, ხოლო Visa-ს ბარათი ამ პლატფორმაზე შოპინგის დროს ხარჯებს დაგაზოგინებთ.
LIBREDERM სახის შრატი 30 მლ (ლიბრიდერმი) - 57.50
ყურძნის, სელის ზეთისა და ბროწეულის ექსტრაქტის მქონე შრატი საოცარ შედეგს იძლევა. ის ხდის სახის კანს უფრო ნათელსა და ელასტიურს. ამ საჩუქრით ძალიან გაახარებთ მათ, ვისთვისაც თავის მოვლის რუტინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Jacomo FOR HER ქალის სუნამო (ჯაკომო) - 144.00
სუნამო ნებისმიერი ქალისთვის სასურველი საჩუქარია და ის ზედმეტი არასდროსაა. ბერგამოტის, ვარდისა და სხვა ყვავილების არომატი არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის და ეს სურნელი ძალიან დიდხანს გაგყვებათ.
გეფერინის ჩანთა (GEPHERRINI) - 99.00
საჩუქარი კიდევ უფრო სასიხარულოა როცა ის - ქართულია. აჩუქეთ ქალბატონებს გეფერინის ტყავის ჩანთა ფერადი ორნამენტებით და გააბედნიერეთ ისინი.
კერამიკის ლურჯი ლარნაკი 16 X 23 სმ - 39.00
OTHER-ის ბრენდის ლურჯი ლარნაკი, საოცრად დაამშვენებს იმ ადამიანის სახლის ინტერიერს, ვისი გახარებაც გსურთ.
Lorus ქალის საათი (ლორუსი) - 204.00
დაიწყეთ ახალი წლის ათვლა Lorus-ის ახალი საათით. ის ნამდვილად თვალისმომჭრელი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ქალბატონისთვის.
MUZARADI მუზარადი ფერადი დეტალებით - 400.00
მიქელ ტვილდიანის სამოსის მოტივებზე შექმნილი მუზარადი ორიგინალური და დახვეწილი საჩუქარია იმ ქალებისთვის, ვისთვისაც მოდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
SONY ციფრული ფოტოაპარატი 20 MP - 1 479.00
აჩუქეთ საყვარელ ადამიანს ციფრული ფოტოაპარატი და დააფიქსირეთ ყოველი ჯადოსნური წუთი.
Sony PlayStation 4 Slim - 1 249.00
Sony PlayStation ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველი საჩუქარია. ვენდუზე შეძენისას, მას მოჰყვება თამაშები, რომლებიც განტვირთვისა და გართობის საუკეთესო საშუალებაა.
HUAWEI სმარტ საათი (ჰუავეი) - 539.00
საათი როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც ყოველთვის სასურველი საჩუქარია, მით უფრო ისეთი დახვეწილი დიზაინი, როგორსაც HUAWEI გვთავაზობს.
Avene მამაკაცის წვერის საპარსი ქაფი (ავენე) - 56.01
თავის მოვლა მამაკაცებისთვისაც მნიშვნელოვანია. Avene-ს წვერის საპარსი ქაფი ჰიპოალერგიულია. ის ატენიანებს კანს და იცავს ბაქტერიებისგან.
Jacomo სუნამო და შხაპის გელი - სასაჩუქრე ნაკრები მამაკაცებისთვის (ჯაკომო) - 134.00
სუნამო და შხაპის გელი - სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც ყოველთვის იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის.
HUMMEL შავი ჰუდი (ჰუმელ) - 119.00
ჰუდი ამ სეზონის განუყოფელი ნაწილია და ის ყველაზე კომფორტული, მოსახერხებელი და საჭირო ნივთია ზამთრის ცივი დღეებისთვის.
Vendoo-ზე საახალწლო ნივთების შეძენისას, გადაიხადეთ Visa-ს ბარათით 31 დეკემბრამდე და მიიღეთ თქვენთვის სასურველი ნივთი მთელ საქართველოში 5%–ანი ფასდაკლებით. გარდა ამისა Visa-ს ბარათით გადახდის შემთხვევაში ყოველი მეოცე მომხმარებელი, დასაჩუქრდება ბრენდირებული ჰუდით, აქციის ბოლოს კი ის 5 მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტი ღირებულების მქონე ნივთს შეიძენს, მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქრებს VENDOO-სა და Visa-სგან.