რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ახალი წელი და შობის დღესასწაული არ უყვართ და მათ რიცხვში უამრავი ცნობილი ვარსკვლავია. თვალი გადავავლოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც მოახლოებული დღესასწაული არ ახარებთ:
1)მაილი საირუსი
2016 წელს მომღერალმა საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელების მეშვეობით გაგვიზიარა, "შეგიძლიათ გრინჩი მიწოდოთ, მაგრამ შობის დღესასწაული ყოველთვის მასევდიანებს. ეს ყველაფერი იმდენად არის ექსტრავაგანტულობით გადატვირთული...იმედი მაქვს, წელს ზოგადად მსოფლიოს მოსახლეობაზე იფიქრებთ და არა მხოლოდ თქვენს ახლობლებზე, გაუზიარეთ მას თქვენი სიყვარული,".
2) ლედი გაგა
ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. 2010 წელს ლედი გაგამ სანტა კლაუსის სათამაშოს ერთ-ერთი პერფორმანსის დროს უკბინა, "შობა მომწონს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დღეს თავს მარტოსულად გრძნობენ!" - სწორედ ასე განმარტა მან თავისი საქციელი.
3) ჰიუ გრანტი
2009 წელს, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ სადღესასწაულო სეზონი არ მოსწონს. "როგორც წესი, შობის დღესასწაულს ჩემს ძმასთან, მის ოჯახთან და მამასთან ერტად ვატარებდი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ვახერხებ რომ ეს ყველაფერი ავირიდო, ისიც კი შევძელი რომ ამ პერიოდში მუსლიმურ ქვეყანაში მემუშავა, რათა შორს ვყოფილიყავი," - აღნიშნა მან.
4) ოზი ოზბორნი
როგორც ირკვევა ოზი ოზბორნს საჩუქრების გახსნაც კი არ მოსწონს, "ამდენ ქაღალდს რისთვის ხარჯავენ! ვერ ვიტან შობა, მძულს ის. ყველაფერი ჩერდება ამ დროს, როცა ვსვამდი ეს კარგი იყო, ახლა კი მეზიზღება," - აღნიშნავს ვარსკვლავი.