მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანია, ვისთვისაც შობა-ახალი წლის ტრადიციის უცვლელ ნაწილად ლეგენდარული ფილმის, „მარტო სახლში“ ნახვა იქცა. პატარა კევინის მოხერხებულობით მოხიბლულ ადამიანებს არასდროს ბეზრდებათ გამჭრიახობით ჩაფიქრებული მრავალფეროვანი ოინების გულშემატკივრობა. მთავარი გმირი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა საკუთარი სახლი მძარცველებისგან დაიცვას. სწორედ ამ იდეით საქართველოში კომპანია დაფუძნდა, რომელიც უსაფრთხოების სისტემებით სახლის დისტანციური კონტროლის მექანიზმს ჩაგვაბარებს და თავს აბსოლუტურად დაცულად გვაგრძნობინებს. სწორედ სახელწოდებით „მარტო სახლში“ ზურაბ მესხიძემ და ჯოვანი ღოღობერიძემ ქვეყანაში ინოვაციური მიგნებები ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრებისთვის დანერგეს. OK! კომპანიის დამფუძნებლებს პირადად ესაუბრა.
ბატონო ზურაბ, გაგვაცანით კომპანია Ltd Home Alone.
ჩვენ ინოვაციურ და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და სახლის ე.წ. ჭკვიან მართვაზე დაფუძნებულ სისტემებს ვაწარმოებთ.
ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია, სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად შექმნათ იდეალური პირობები თქვენი სახლისთვის და შეცვალოთ ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ − შეძლოთ სახლის კონტროლი დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.
რამდენი ხანია, რაც კომპანია ბაზარზე გამოჩნდა?
კომპანია „მარტო სახლში“ 2019 წელს, ბათუმში დაარსდა და დღესდღეობით 30-ზე მეტ წამყვან სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს მთელი საქართველოს მაშტაბით.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებლებს ვთავაზობთ ულტრათანამედროვე და დახვეწილი დიზაინის ჭკვიანი სახლის სისტემებს, რაც დღესდღეობით ძალიან აქტუალური საკითხია მსოფლიო მასშტაბით.
ჩვენი ჭკვიანი სისტემების საშუალებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა მართოს საკუთარი სახლი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, რაც ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის სახლის მართვას.
რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?
კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების სფეროში წვლილის შეტანა.
ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია, სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად შექმნათ იდეალური პირობები თქვენი სახლისთვის და შეცვალოთ ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ − შეძლოთ სახლის კონტროლი დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.
„ჭკვიანი სახლი“ − ყველგან და ყოველთვის.
რა უპირატესობებით სარგებლობს Ltd Home Alone?
მაღალკვალიფიციური გუნდით, პროდუქტის ხარისხით, ნდობით, პასუხისმგებლობითა და სერვისის მაღალი დონით.
როგორ ხდება თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მართვა და გამოყენება?
ულტრათანამედროვე ჭკვიანი სისტემების მართვა და გამოყენება შესაძლებელია ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა წერტილიდან, რაც ნებისმიერ საცხოვრებელს სრულყოფილებასა და უსაფრთხოების მაღალ დონეს შესძენს.
სამომავლო გეგმები...
კომპანიის მიზნებია ჭკვიანი სისტემების მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება. კომპანია აქცენტს ამახვილებს IOT-სისტემების დანერგვაზე, რომელიც მოიცავს: სახლის ავტომატიზაციას, ენერგოეფექტურობას, ვენტილაციას და გათბობას; ფარდების და მზის სინათლის მართვას, ჭკვიანი აუდიო და ჩამკეტების სისტემებს.
„მარტო სახლში“ იყენებს წამყვან ტექნოლოგიებს, რათა შექმნას მარტივი, ჭკვიანი და იდეალური პროდუქტები, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს ყოველდღიურობას. ზუსტად ეს არის ჭკვიანი სახლისა და სისტემების მიზანი თანამედროვე საზოგადოებაში. ჩვენ ვცდილობთ უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მომავალ თაობებს.
ჩვენი მოწყობილობები დაფუძნებულია ZIGBEE-ტექნოლოგიაზე. ესაა უსადენო ქსელზე აგებული ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც იყენებს ქსელის სრულ შესაძლებლობებს. სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით, ZEGBEE არის ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და სანდო.
სამომავლოდ ვგეგმავთ, შევქმნათ ჭკვიანი სახლის სისტემების მთლიანი ინდუსტრია, რათა მომხმარებლისთვის იდეალური სისტემა ჩამოყალიბდეს, გაჩნდეს მრავალფეროვნება და საქართველო ისეთ ქვეყნებთან გათანაბრდეს, როგორიცაა აშშ, ბრიტანეთი და გერმანია.
უახლესი ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის მხრივ, ჩვენი მიზანია თავად შევქმნათ რაღაც ახალი და ვთქვათ საკუთარი სიტყვა თანამედროვე, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიის განვითარებაში. ამიტომაც, ჩვენს ლაბორატორიაში სპეციალისტები მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რათა სამომავლოდ, მომხმარებლებს უფრო მეტი სიურპრიზი შევთავაზოთ.