უცხოური პრესა აქტიურად წერს სელენა გომეზის ახალი რომანის შესახებ. გამოცემები იუწყებიან, რომ მომღერალი უკვე მეორედ შეამჩნიეს Miami Heat-ის წევრ ჯიმი ბატლერთან ერთად რომანტიკული ვახშმის დროს, რასაც იქ მყოფი ადამიანები ადასტურებენ. Miami Gerald-ის მიერ მოწოდებული ამ ინფორმაციის შემდეგ, ჭორები წყვილის ურთიერთობის შესახებ კიდევ უფრო გამყარდა.
შეგახსენებთ, რომ სელენას აქამდე ურთიერთობა ორ მომღერალთან - ჯასტინ ბიბერთან და The Weeknd-თან ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად მისი გული სპორტსმენმა მოიგო.