დეველოპერული კომპანია რედკო მომხმარებლებს გამორჩეულ პროექტებზე ციხისძირსა და გუდაურში სპეციალურ ფასს სთავაზობს;
მხოლოდ 27 ნოემბერს, მომხარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ აპარტამენტები ციხისძირში - შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, ან ახალ გუდაურში - საქართველოს ყველაზე სწრაფად განვითარებად კურორტზე და ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით.
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 1 კვ. მ.-ის ფასი ციხისძირში იქნება $899 ნაცვლად $1150-ისა, გუდაურში კი $999 ნაცვლად $1200-ისა! (ექვივალენტი ლარში)
დეტალურად პროექტების შესახებ:
ბამბუ ბიჩ ციხისძირი - ახალი, პრემიუმ კლასის, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი დეველოპერული კომპანია რედკოსგან, რომელიც ბათუმიდან 10 კმ-ში, ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობის - პეტრას ციხიდან კი 0.5 კმ-შია განთავსებული.
აპარტამენტების აქ შეძენა იდეალურია როგორც პირადი მოხმარების, ასევე საინვესტიციოდ - მისი გაქირავების პერსპექტივით.
პროექტი მოიცავს აპარტამენტების რამდენიმე ტიპს 34 კვ. მ.-დან.
გარდა საუკეთესო ლოკაციისა, კომპლექსი შემდეგ ინფრასტრუქტურას გთავაზობთ:
- კერძო სანაპირო ზოლი
- ღია და დახურული საცურაო აუზები
- ფიტნეს და სპა ცენტრი
- საბავშვო მოედანი
- აკვაპარკი
- რესტორანი და სასუმრო
- საკონფერენციო დარბაზი
- დახურული და ღია ავტოსადგომები
- 24/7 კონსიერჟისა და დაცვის მომსახურება
ახალი გუდაური - ახალი საცხოვრებელი და სარეკრეაციო რაიონია ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, რომელიც ზღვის დონიდან 2,775 მეტრზე, მცირე კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, დედაქა;აქიდან 120 კილომეტრში მდებარეობს.
კურორტის ყველაზე დიდი ინვესტორი - კომპანია რედკო გუდაურში 50 ჰექტარ მიწას ფლობს, რომლის განვითარების გენერალური გეგმაც ცნობილმა კანადურმა კომპანია ecosign-მა შეიმუშავა.
ამ გენერალური გეგმის მიხდვით, 2026 წლამდე ახალ გუდაურში 26 სხვადასხვა საცხოვრებელი კომპლექსი, სასტუმრო, სარეკრეაციო და გასართობი ობიექტი იქნება, 20 კერძო შალესა და კოტეჯთან ერთად.
კურორტის პოპულარობის განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების აქ შეძენა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
გახსოვდეთ, უძრავი ქონება თქვენი საიმედო ინვესტიციაა!