ანრი ჯოხაძე ახალ სიმღერაზე კლიპს იღებს. „ცივი ზამთარი“ ასე ქვია ახალ სინგლს, რომელის მუსიკის და ტექსტის ავტორიც თავად ანრია. კლიპი საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს გამოვა. ანრი ჯოხაძე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სოლო მომღერლის ამპლუას. ის თავად წერს სიმღერებს, ტექსტებს და რაც მთავარია, ის თავად არის რეჟისორი საკუთარი კლიპების.
ეს ანრის 25–ე კლიპია.
"ცივი ზამთარი" – "ცივი ნოემბრის" გაგრძელებაა. ამბობს მუსიკოსი.
"ეს სიმღერა ჩემს პირად ცხოვრებას დღეს ყველაზე უკეთ ეხმიანება. სიყვარული, მარტოობა, სითბო და გულწრფელი გრძნობები, რომელიც ამ სიმღერაშია ჩაქსოვილი, ვფიქრობ ბევრი მსმენელისთვის ახლობელი თემაა. ბევრი აღმოაჩენს საკუთარ თავს ამ სიმღერაში. ზამთარი მოდის და ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება სითბო".
"კლიპის ერთ–ერთ ლოკაციათ ისევ საბადურის ტყე ავარჩიე. ეს უკვე ჩემი საყვარელი ადგილია. გამორჩეულია სილამაზით და ესთეტიკით ამ სიმღერას ძალიან მოუხდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სცენების გადაღება და იმედი მაქვს მალე მაყურებელი იხილავს ახალ ვიდეოს.
ამ მძიმე კოვიდ სიტუაციის დროს მე სამშენებლო კომპანია "დიღომი ჰილსის" სარეკლამო სახეც გავხდი. თანამშრომლობა მათთან სწორედ ამ კლიპით დავიწყე. ასე რომ, განსაკუთრებით მინდა ვუთხრა მადლობა ჩემს სპონსორს, რომელიც სწორედ ახლა დამიდგა გვერდში და დამეხმარა უფრო სწრაფად განვახორციელო ჩანაფიქრი.
აქვე მადლობა ჩემს ოპერატორს გოგიტა ჩიკვაიძეს, ჩემს დალი ჩიტალაძეს საუკეთესოდ მორგებული იმიჯისთვის, ჩემს ოჯახს და ყველა ჩემს მეგობარს.
დაელოდეთ კლიპის პრემიერას #მალე ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემაში "პრაიმ შოუ".