რამდენიმე საათის წინ კანადელი შემსრულებელი - The Weeknd-ი American Music Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, თუმცა მისი წარმატების მნიშვნელობა იმ იმიჯმა გადაფარა, რომლითაც ის სცენაზე გამოჩნდა. როგორც კადრებიდან ჩანს, ვარსკვლავს ნაცემი და შეხვეული სახე ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი პერფორმანსის ნაწილი აღმოჩნდა და მისი მომავალი ალბომის სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახლდათ.