ირინა შეიკი და პატარა ლეა კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პაპარაცების ობიექტივში. ამჯერადაც, ცნობილი დედა-შვილი ნიუ-იორკში სეირნობისას დაფიქსირდა. ამინდიდან გამომდინარე, ორივე მათგანი საკმაოდ კომფორტულად გამოეწყო, ირინა შეიკმა კი, სამხედრო სამოსი ამჯერადაც იდეალურად მოირგო.