14 ნოემბერს ქეით მიდლტონმა საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც Hold Still-ის გამოფენის დასრულებას უკავშირდება. პროექტის ავტორი თავად ჰერცოგინია გახლავთ, ამიტომ მან მონაწილეებს ამ ჩართვით მადლობა საჯაროდ გადაუხადა. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, ცნობილმა ლამაზმანმა ამჯერად Zara-ს წითელი პიჯაკი შეარჩია:
შეგახსენებთ, რომ ამავე პიჯაკით ჰერცოგინია პირველად 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა.