რამდენიმე საათის წინ 45 წლის მსახიობი - ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. ამჯერად, მას კამპანიას 12 წლის ქალიშვილი -ვივიენი უმშვენებდა, რომელთან ერთადაც ის მაღაზიისკენ გაემართა, გზად კი, ყავაც დააგემოვნა, რომელიც საშემოდგომო ამინდს განსაკუთრებულად უხდება. სეზონს იდეალურად მოერგო მისი სამოსიც, ვარსკვლავმა Louis Vuitton-ის კლასიკურ ტრენჩს Valentino-ს სანდლები შეუხამა.