მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ უმთავრესი უპირატესობა მისსავე დევიზში იკვეთება − აქ თითოეული მომხმარებელი VIP-სტატუსით სარგებლობს, რაც ბრენდს გიგანტური სადაზღვევო კომპანიებისგან გამოარჩევს. დაზღვეულებზე ორიენტირება „პრაიმის“ მიერ არჩეული უცვლელი მიმართულებაა, რისი მეშვეობითაც სადაზღვევო ბაზრისთვის საჭირო პროდუქტების შექმნა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ხდება. „პრაიმმა“ ამჯერად უნიკალური ბარათი წარადგინა. OK! კომპანიის მარკეტინგის მენეჯერ ანა გოგიაშვილს ესაუბრა და Prime Card-ის შესახებ მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციას თავი მოუყარა.
ანა, რას გულისხმობს Prime Card-ის ფლობა?
Prime Card − ეს არის ინოვაციური პროდუქტი „პრაიმში“ დაზღვეული პირების ოჯახის წევრებისთვის, ანუ მათთვის, ვინც დაზღვევით არ სარგებლობს. Prime card-ი ფასდაკლების ბარათია, რომელიც ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე ვრცელდება. ექსკლუზიური ფასდაკლების მიღება როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ და სტომატოლოგიურ მომსახურებებზეა შესაძლებელი. ბარათის მფლობელებისთვის ოჯახის ექიმთან უფასო კონსულტაცია მთელი წლის განმავლობაში ულიმიტოდაა შესაძლებელი.
რას გამოარჩევდით ბარათის უნიკალურ მახასიათებლად?
კორპორაციული დაზღვევა ხშირად ყველა სამედიცინო სერვისს არ ანაზღაურებს, „პრაიმ ქარდი“ კი ასეთ გამონაკლისებს არ უშვებს! სწორედ ამაშია უნიკალურობა, რომელიც მისი უპირატესობაცაა. „პრაიმ ქარდი“ განსაკუთრებული შეთავაზებაა, რომლის მეშვეობითაც დაუზღვეველი ოჯახის წევრები დაზღვევის სერვისებით ფაქტობრივად ისარგებლებენ. ეს არის ბარათი გამონაკლისების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მფლობელს ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება ექსკლუზიურად მაღალი ფასდაკლებით შეეძლება. აქვე, ვფიქრობ, აღსანიშნავია ოჯახის ექიმთან ულიმიტო კონსულტაცია მთელი წლის განმავლობაში.
რა ტიპის მომსახურებაზე ვრცელდება ფასდაკლება და რამდენად მრავალფეროვანია პროვაიდერი სამედიცინო კლინიკების ჩამონათვალი?
ექსკლუზიურად მაღალი ფასდაკლება სრულ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორია, სტაციონარი, სტომატოლოგია, ორთოდონტია, ორთოპედია, ასევე რეპროდუქციული კვლევები და სხვა) ვრცელდება. რაც შეეხება პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ფასდაკლების ოდენობა თითოეულ კლინიკასა თუ სტომატოლოგიურ ცენტრში 20-60%-მდე მერყეობს.
როგორია სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება უახლოეს სამომავლო გეგმებს, სულ მალე ონლაინპორტალის მეშვეობით, დაზღვეული შეძლებს ნებისმიერი სადაზღვევო სერვისების მიღებას − იქნება ეს თანხის ანაზღაურება, ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერა, სამოგზაურო დაზღვევის შეძენა თუ სხვა.
კვლავაც ურთიერთობისა და კომუნიკაციის გამარტივების კუთხით, „პრაიმი“ ახალ სტანდარტსაც ნერგავს და მუშაობს ისეთი ონლაინსივრცის შექმნაზე, სადაც სადაზღვევო კომპანიასა და დაზღვეულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა მეტად ხელმისაწვდომი, სწრაფი და ეფექტიანი გახდება.