11, 12 და 13 სექტემბერს „ისთ ფოინთის“ 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზოგადოებას განსაკუთრებული ფასდაკლებები ელოდებათ. 12 სექტემბერს კი დაბადების დღის აღსანიშნავად სტუმრებს შოპინგთან ერთად საჩუქრები და ელენე კალანდაძის მუსიკალური გაფორმებაც ელით.
“ისთ ფოინთის” ამბავი ზუსტად 5 წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე შოპინგისა და გართობის ქალაქად მიიჩნევს მოსახლეობა.
85 ათასი კვ.მ, 250-მდე ბრენდს აერთიანებს, სადაც დასაქმებულია 3000-ზე მეტი ადამიანი და 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან დღემდე სულ მცირე 40 მილიონ ადამიანს უმასპინძლა.
არ გამოტოვოთ დღე, რომელმაც გახსნის მომენტიდან უამრავი ადამიანი გააერთიანა და ერთ სივრცეში ჩვენთვის ყველა საყვარელ მაღაზიას მოუყარა თავი.