მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუ- Keeping Up with Kardashians იხურება. შოუს ბოლო სეზონი 2021 წლის პირველ ნახევარში გავა და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია კიმ კარდაშიანმა მიაწოდა.
ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა თითოეულ გულშემატკივარს თუმცა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
თუმცაღა საზოაგდოება ვარაუდობს რომ ეს ფაქტი შესაძლოა კანიე უესტის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება, რის გამოც ოჯახი სკანდალური გადაცემების გადაღებაზე უარს ამბობს.