„კაროტენი“ ბერძნული ბრენდია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობის 36-წლიანი ისტორია აქვს. ის მზისგან დამცავი საშუალებების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს. „კაროტენის“ შექმნის ინსპირაციას წარმოადგენდა სტაფილო, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ანტიოქსიდანტური და ეფექტური რუჯის მიღების დამხმარე თვისებით. ბრენდის ღირებულება მისი სანდოობა, თანამედროვეობა, ინოვაციურობა და გამოცდილებაა.
2019 წლის მაისიდან „კაროტენი“ ქართულ ბაზარს შემოუერთდა და პროდუქციის დისტრიბუცია აქტიურად დაიწყო, როგორც სააფთიაქო ქსელებში, ისე მსხვილსა და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში.
პროდუქცია სრულ თანხვედრაშია მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ EU რეკომენდაციებთან. აქვს ოთხი დონის გაძლიერებული დაცვის სისტემა (UVB+UVA+VL+IRA), რომელიც ეწინააღმდეგება მზის სხივების ფართო სპექტრს და იცავს კანს ნაადრევი დაბერებისა და სხვა დაზიანებებისგან. კაროტენის მზისგან დამცავი საშუალებები არა მხოლოდ ულტრაიისფერი UVB და UVA ტიპის სხივებისგან იცავს კანს, არამედ ინფრაწითელი (IRA) და ხილული მზის სხივებისგანაც (VL), რაც გამოარჩევს მას სხვა პროდუქციისგან. პროდუქცია შექმნილია უმაღლესი დონის ტექნოლოგიით, გაჯერებულია დამატენიანებელი საშუალებებით, რომელიც აუმჯობესებს კანის თავდაცვის უნარს მზის გამოსხივების დროს და უნარჩუნებს ოპტიმალური ტენიანობის დონეს.
პროდუქცია გამოირჩევა მისი ფართო ასორტიმენტით, მოიცავს მზისგან დამცავ, რუჯის მისაღებ და კომბინირებული ტიპის პროდუქციას, ასევე საბავშო ხაზს, რომელიც გამდიდრებულია ბეტა-გლუკანით, რაც ეხმარება ბავშვის მგრძნობიარე კანს გამოიმუშავოს იმუნიტეტი გარე მავნე ფაქტორების წინააღმდეგ და D პროვიტამინით, რათა გააუმჯობესოს მისი თავდაცვის უნარი ულტრაიისფერი გამოსხივების დროს.
რუჯი რომ ზაფხულის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ამაზე ალბათ არავინ დავობს, თუმცა სამწუხაროდ ხშირია მზისგან დამწვრობის შემთხვევები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ ვიცავთ იმ ძირითად წესებს, რომლებიც ასეთ შედეგებს თავიდან აგვაცილებდა.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი რუჯი და ხარისხიანი მზისგან დამცავი საშუალებები ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია, ვინაიდან მზისგან დამცავი საშუალებები კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ასევე, რუჯის მიღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა „დაჩქარებული წესით“ - ის, რაც კანისთვის ყველაზე დიდ სტრესია და დამწვრობას იწვევს.
რუჯის მიღება დამოკიდებულია კანის ბუნებრივ შეფერილობაზე, რომელიც შეიძლება იყოს ღია, საშუალო ან მუქი ფერის. მიუხედავად კანის ბუნებრივი ფერისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი ავარიდოთ მზის სხივებს 11:00-16:00 დროის ინტერვალში და გავითვალისწინოთ, რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით მეტად ძლიერი დაცვა ესაჭიროება მას. შესაბამისად, ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო მზე რუჯის მისაღებად არის დილის 8:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე, და საღამოს 16:00 საათის შემდეგ. და ბოლოს: რაც უნდა წესების სრული დაცვით ირუჯებოდეთ, კანს და ზოგადად სხეულს თანდათან მაინც შემოეპარება სიმშრალე, ამიტომ აუცილებელია დღის განმავლობაში სულ მცირე 1.5 ლიტრი წყლის მიღება და კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება დღეში მინიმუმ ორჯერ.
მზისგან დამცავი საშუალების გამოყენებით შესაძლებელია უსაფრთხო და ჯანმრთელი რუჯის მიღება. მათი გამოყენების შემთხვევაში რუჯი მიიღება შედარებით ნელა, თუმცა ის იქნება უფრო ღრმა და დიდხანს შენარჩუნდება, ვინაიდან კანი აღარ დაიწვება და აიქერცლება.
კომპანია „ლიბო გრუპი“ გაყიდვების სფეროში მომუშავე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც ენდობიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და მათი ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.
„ლიბო გრუპი“ მაქსიმალურად არის ორიენტირებული სიახლეებზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, განვითარებაზე და ინოვაციაზე. ინოვაციურობა არის „ლიბო გრუპის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც გამოარჩევს მას საერთო მასისგან.
დღეს სწორედ ინოვაციურობა განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას უკიდურესად კონკურენტულ ბიზნესგარემოში.
საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფუნქციონირებს კომპანია „ლიბო გრუპის“ წარმომადგენლობითი ფილიალები, სადაც ჯამში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი. გუნდი შედგება პროფესიონალი სპეციალისტებისგან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ, სახავენ მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად ბევრს შრომობენ. ძლიერი გუნდი კომპანიისთვის ღირებული აქტივია. რომ არა თანამშრომელთა პროფესიონალიზმი, თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა, ალბათ კომპანია ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის.