35 წლის მსახიობი - რუნი მარა და 45 წლის ხოაკინ ფენიქსი სულ მალე მშობლები გახდებიან. წყვილი, რომელიც როგორც წესი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს, დიდი ხანია პაპარაცების ობიექტივში ერთად არ აღმოჩენილა.
თუმცა 3 აგვისტოს, ცნობილი ლამაზმანი ლოს-ანჯელესში დაფიქსირდა. კადრებმა, რომლებშიც მოზრდილი მუცელი უკვე თვალშისაცემია გულშემატკივრის დიდი სიმპათია დაიმსახურა.