22 ივლისს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - სელენა გომესი 28 წლის გახდა. ცნობილმა ვარსკვლავმა ეს დღე ახლობელ ადამიანებთან ერთად აღნიშნა და სოციალურ ქსელებში წვეულების ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.
თუმცა ამავე დღეს არანაკლები ყურადღება დაიმსახურა, The Weeknd-ის მიერ გამოქვეყნებულმა კლიპმა სიმღერაზე - Snowchild, რომელიც სელენამ გასულ მარტში კარანტინის პერიოდში მისთვის ყველაზე მოსმენად სიმღერებში დაასახელა.
როგორც ფანები თვლიან, The Weeknd-ის ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არაა და მას სურდა გოგონასთვის დაბადების დღე საჯაროდ, თუმცა მოკრძალებულად მიელოცა.