დედოფალი ელიზაბეტის მკაცრი იმიჯის მიღმა, რომ თბილი და მხიარული ადამიანი იმალება, ჯერ კიდევ მისი და შვილთაშვილების ურთიერთობიდან ჩანს, თუმცაღა ისე საჯარო ეს ყველაფერი არასდროს ყოფილა, როგორც 26 ივლისს, როცა მან მისი მორიგი პორტრეტის პრეზენტაცია ონლაინ გამართა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ოჯახის წევრის პორტრეტის პრეზენტაცია ონლაინ შედგა და 94 წლის მონარქი ნამდვილად აღფრთოვანდა შედეგით, თუმცაღა მისი ყურადღება კვლავ დეტალმა მიიქცია.
როცა ხელოვანმა მას კონცეფცია აუხსნა, ყველას გასაკვირად დედოფლის ყურადღება შემდეგმა ფაქტმა მიიქცია - "მაგრამ ჭიქაში ჩაი არ არის," - აღნიშნა მან ხუმრობით.