სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვარსკვლავური ორეული გამოჩნდა, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ. გოგონა, რომელიც კაილი ჯენერს ჰგავს, 24 წლის გაბრიელ უოტერსია, რომელიც მიჩიგანში ცხოვრობს და არცერთხელ არ მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის.
როგორც გამომწერების რაოდენობიდან ჩანს, გოგონა, რომელიც კურიერია, საკმაოდ აქტიური და პოპულარულია, რასაც გარკვეულწილად სწორედ მისი და ცნობილი ბიზნესმენის უჩვეულო მსგავსება განაპირობებს: