რამდენიმე დღის წინ, კანიე უესტმა საპრეწზიდენტო არჩევნებისთვის წამოწყებული კჯამპანიის ფარგლებში, საზოგადოების წინაშე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული სიმძაფრით დგას და ერთ-ერთი მათგანი აბორტის თემაა.
რეპერი საზოგადოების წინაშე ატირდა და თქვა, რომ კიმ კარდაშიანი და ის პირველ ქალიშვილზე - ნორთზე აბორტს აპირებდნენ და ეს მხოლოდ ღვთაებრივმა ნიშანმა გადააფიქრებინა.
სწორედ ამ მოულოდნელი აღიარების გამო, კიმ კარდაშიანმა მეუღლის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა გადაწყვიტა და ამის შესახებ რეპერმა თავად დაწერა, "კიმს უნდოდა ექიმებთან გამოვეკეტე იმის გამო, რომ ჩემი ქალიშილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ავტირდი," - აღნიშნულია ტვიტერის სტატუსში.