მეგან მარკლმა ამჯერად ონლაინ სამიტში - Girls Up Leadership-ში მიიღო მონაწილეობა და სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, პირველად გამოვიდა სიტყვით.
"თქვენ ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც ონლაინ აბორიგენებს, მაგრამ აუცილებელიაგახსოვდეთ, რომ ციფრულ სამყაროს იმდენივე სიკეთის მოტანა შეუძლია, რამდენიც ზარალის. აუცილებელია რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, გამოიყენეთ თქვენი ხმა სოციალურ ქსელებში სწორედ ამისთვის. ყოველთვის მოისმენთ ნეგატიურ კომენტარებს და ხანდახან ეს ხმები ზედმეტად ხმამაღალიც იქნება თქვენთვის,მაგრამ ხმაურის დასახშობად საკუთარი ხმის გამოყენებაა საჭირო, ეს უბრალოდ ქაოსია - თქვენი ხმა კი, იმედსა და სიმაღთლეს ასხივებს, ეცადეთ უფრო მეტად გააგონოთ ადამიანებს თქვენი," - აღნიშნა მეგანმა ქალბატონებისადმი მიმართულ სიტყვაში.