რამდენიმე საათის წინ, ქეით მიდლტონის კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა შედგა, რომელსაც ის განახლებული იმიჯითა და ულამაზესი კაბით დაესწრო. სამი შვილის დედის კადრებმა, რომლებშიც ის როგორც ყოველთვის საკმაოდ დახვეწილად გამოიყურებოდა, გულშემატკივრის გული კიდევ ერთხელ მოიგო.
როგორც კადრებიდან ჩანს, ჰერცოგინიამ გადაწყვიტა თმა შეემოკლებინა და შერჩეული ვარცხნილობა განსაკუთრებულად მოიხდინა ოდნავ გაღიავებულ ტონთან ერთად.
რაც შეეხება მის სამოსს, ამჯერადაც საყვარელი ბრენდის Emilia Whickstead-ის კაბა მოირგო, რომლის კოპლებიანი პრინტიც უკვე საუკუნეებია აქტუალობას არ კარგავს.