ბექჰემების ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა განსკაუთრებულად გამოირჩევა სასიამოვნო კონტენტით,რომელიც ბრუკლინისა და ნიკოლა პელცის ნიშნობას უკავშირდება. ვიქტორიამ რამდენიმე დღის წინ, ულამაზესი კადრით გვამცნო, რომ წყვილი დაინიშნა.
უახლეს კადრებში კი, რომლებიც ვიკიმ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, ჩანს რომ ოჯახმა ეს ბედნიერი დღე ვიქტორიას მშობლებთან - ტონისა და ჯეკისთან ერთად აღნიშნეს. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე დევიდის დედა - სანდრა.