პაპარაცების ობიექტივში ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ამალ და ჯორჯ კლუნების შვილი პირველად მოხვდა. 59 წლის ცნობილი ვარსკვლავი პატარა ალექსანდერთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას შეამჩნიეს. როგორც ირკვევა, ვარსკვლავმა გადაწყვიტა თვითიზოლაციაზე დროებით უარი ბავშვის ოფთალმოლოგთან წაყვანის გამო ეთქვა. რაც შეეხება, ამალს, ის ქალიშვილთან - ელასთან ერთად, კვლავ მკაცრ იზოლაციაში იმყოფება.