2016 წლის სექტემბერში, ანჯელინა ჯოლიმ განცხადება შეიტანა ბრედ პიტთან დაშორების შესახებ და მას შემდეგ, აღნიშნულმა პროცესმა მთელს ოჯახს უამრავი დრამა, დაპირისპირება და უთანხმოება მოუტანა.
წყვილი ვერ თანხმდებოდა შვილების მეურვეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცაღა ამჟამად ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობენ.
ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ ბავშვები დღეს გაცილებით უფროსები არიან და მშობლების დაშორების ფაქტი ისეთი სიმწვავით არ დგას, როგორც ადრე, თუმცა როგორც ირკვევა ყოფილმა ცოლ-ქმარმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარე დახმარებას მიმართეს, ოჯახური თერაპია კი, მათთვის ნამდვილად მომგებიანი აღმოჩნდა.