პრინცი უილიამი და ქეითი სამი უსაყვარლესი ბავშვის მშობლები არიან, რომელთაგანაც პრინცი ჯორჯი 6 წლისაა, შარლოტა 5-ის, ხოლო ლუი -2. თუმცაღა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამაში საგანგაშო ნიშნებს ხედავს.
საქმე იმაშია, რომ 2017 წელს პოლონეთში მოგზაურობის დროს, ქეით მიდლტონს შვილებისთვის სათამაშო აჩუქეს,რის გამოც იხუმრა- "ჩვენკიდევ გვეყოლება პატარები".
რის შემდეგაც, საბავშო ორგანიზაციამ - "Having Kids"-მა ისინი გააფრთხილა. კომპანიამ, რომელიც ბავშვზე ორიენტირებული ოჯახებისა და მდგრადი გარემოს რეკლამით არის დაკავებული, რატომღაც რწყვილის გადაწყვეტილებაში ჩარევა გადაწყვიტა. "მაგალითი, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იძლევა, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, თქვენი გადაწყვეტილება დიდი ოჯახის შექმნის შესახებ სავალალო ტენდენციას გაზრდის," - აღნიშნა მისმა გენერალურმა დირექტორმა, ანა გრინმა.