მათთვის, ვინც ორიენტირებულია ელექტროსაქმიანობის უმაღლესი ხარისხით შესრულებაზე, კომპანია „ენიტა“ უახლესი მიდგომებით შესრულებულ ელექტროსამონტაჟო მომსახურებას სთავაზობს.
„ენიტას“ დამფუძნებელი 30 წელია, რაც ელექტროსამონტაჟო საქმიანობას ეწევა და კომპანიის დაფუძნების იდეა საქმიანობის სფეროს გაზრდიდან გამომდინარე გაუჩნდა. უკვე ორი წელია, რაც კომპანია ქართულ ბაზარზე წარმატებულად ფუნქციონირებს.
კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან პირები, რომელთა მოთხოვნას წარმოადგენს მაღალი ხარისხით შესრულებული ელექტროსამუშაოები.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს როგორც კერძო ვილები და აგარაკები, ასევე სასტუმროები, შოურუმები, კაფე-ბარები, ესთეტიკური სახლები, სამედიცინო კლინიკები და სხვა. კომპანია დაკომპლექტებულია სერტიფიცირებულ პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მორგებულია ყველაზე სპეციფიკურ და მოთხოვნად მომხმარებელზე და ორიენტირებულნი არიან, მომხმარებლის მოთხოვნა უნაკლოდ შეასრულონ, რაც განაპირობებს სამომავლო გარანტირებულ მომსახურებას. ქვეყანაში შექმნილი პანდემიის პირობებში, კომპანია „ენიტამ„ გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ბახილის ჩასაცმელი მექანიკური და ავტომატური დისპენსერები, რომელმაც შეცვალა ბახილის ხელით ჩაცმის პროცედურა.
კომპანია „ენიტას“ მისია – „მეტი კომფორტი ჩვენ ირგვლივ“ – გამართლებულია.
„ენიტა“ სამომავლოდ მომხმარებელს სანათების ფართო არჩევანს შესთავაზებს.
მის: ა. წერეთლის გამზ. N116
ტელ: 599 01 78 33
FB: Enita/ენიტა