დღეს ცნობილი პოპშემსრულებელი- კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველი საერთო შვილის მოლოდინში არიან და ბედნიერებისგან ერთი სული აქვთ, როდის დადგება ის მომენტი, როცა საყვარელ არსებას ხელში აიყვანენ, თუმცა ორი წლის წინ სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა და ამაზე ამჯერად კეტი პერი პირველად რადიოს ეთერში ალაპარაკდა. კეტიმ ის პერიოდი გაიხსნება, როცა პუბლიკამ მისი ახალი ალბომი დიდი ოვაციით არ მიიღო და პარალელურად საყვარელ ადამიანს, სწორედ იმ მამაკაცს დაშორდა, რომლისგანაც ახლა შვილს ელოდება.
"ჩემი კარიერა სულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა, მაგრამ უცრად ვარდნა დაიწყო, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს დიდი კრახი არ იყო, თუმცა მაშინ ტრაგედიად აღვიქვი. ეს ის პერიოდი იყო, როცა მეგობარ მამაკაცს (ორლანდო ბლუმს) დავშორდი და ვიმედოვნებდი, ალბომის წარმატება გამომიკეთებდა ხასიათს, მაგრამ ყველაფერი ასე არ გამოვიდა და მე სრულიად განადგურებული ვიყავი,"- აღნიშნა მან CBC-სთან საუბარში.
თუმცაღა, ირკვევა ისიც რომ სუიციდური აზრებისა და პრობლემების სრულად შეგრძნება მას მდგომარეობასთან გამკლავებაში დაეხმარა. "ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკუთარი თავის გულგატეხილი ადამიანის როლში დანახვა, ეს მიწაზე დაშვებაში დამეხმარა. მადლიერება- ეს არის ის, რამაც ჩემი სიცოცხლე შემანარჩუნებინა და რომ არა ის, უბრალოდ ჩავიხრჩობოდი ჩემს ნაღველში, რომელსაც შეიძლებოდა ვემსხვერპლე კიდევაც..."