ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესმა კიდევ ერთი მოულოდნელი ფაქტი ამოატივტივა, რომელშიც ილონ მასკი და კარა დელევინი ფიგურირებენ. ემბერის მეგობრის ქმრის ვიდეომ, რომელშიც ის არ უარყოფს სამი ვარსკვლავის რომანს, მაშინ როცა ჰერდი ჯერ კიდევ დეპის მეუღლე გახლდათ, არაერთგვაროვანი კომენტარები გამოიწვია.
ფაქტს გამოეხმაურა თავად მასკიც, რომელიც სულ ახლახან ეყოლა შვილი ახალი რჩეულის - Grimes-ისგან.
„მე და კარა მეგობრები ვართ, მაგრამ ახლოს არასდროს ვყოფილვართ, ამას თავადაც დაგიდასტურებთ. გარდა ამისა, დავაზუსტებ რომ ემბერთან ურთიერთობა მისი და დეპის დაშორებიდან ერთ თვეში დავიწყე და ჩვენ ერთად არ ვყოფილვართ მათი ქორწინების პერიოდში,“ -აღნიშნა 48 წლის მასკმა.