კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის შემდეგ, ქეით მიდლტონი ცხოვრების აქტიურ წესს ნელ-ნელა უბრუნდება და თუ ბოლო ორი თვის განმავლობაში მას მხოლოდ ონლაინ ჩართვების მეშვეობით ვხედავდით, ამჯერად ბრიტანეთის მოსახლეობას უკვე შეუძლია საყვარელი ჰერცოგინიის ქალაქის ქუჩებში ხილვა.
38 წლის ჰერცოგინია Fakenham-ის ბაღს ესტუმრა და დღისთვის უბრალო, თუმცა ელეგანტური ჩაცმულობა შეარჩია.
ადგილზე ის ბაღის ადმინისტრაციას გაესაუბრა იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ვირუსმა მათ ბიზნესს შეუქმნა და აღნიშნა ისიც, რომ თვითიზოლაციის პერიოდში შვილებთან ერთად აქტიურად იყო დაკავებული ბაღში საქმიანობებით.