38 წლის მეგან მარკლისა და 35 წლის პრინცი ჰარის ოცნება, რომ ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეგრძელებინათ, ისე არ შედგა, როგორც წყვილი ელოდა და ახლა პრესაში განიხილება ცოლ-ქმრის შესაძლო დაბრუნების საკითხი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში.
უცხოური ტაბლოიდების ცნობით, წყვილი ზაფხულის გატარებას დიდ ბრიტანეთში აპირებს, სადაც ისინი არჩისთან ერთად თვე-ნახევარი იცხოვრებენ. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ანტირასობრივი აქციებია, რომლებიც წყვილს სიმშვიდეს ურღვევს.
ინსაიდერის მიერ Life & Style-თან ინტერვიუში აღინიშნა, რომ სახლთან, სადაც წყვილი ცხოვრობს, ხშირია დაპირისპირებები, რომელთაგანაც წყვილი თავის დაღწევას აპირებს.