ცნობილი ქართველი მომღერალი - ქეთა თოფურია ქალიშვილის იუბილეს აღნიშნავს. გოგონა, რომელსაც უკვე ჰყავს გულშემატკივრების მთელი არმია, ხუთი წლის იუბილესთვის დედამ განსაკუთრებულად გაანებივრა და წვეულება, რომელიც ცნობილი ანიმაციის "Frozen-ის" თემატიკის გახლდათ, ღია სივრცეში მოუწყო.
როგორც მომღერლის მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან ჩანს, ოლივიამ დრო უახლოესი მეგობრებისა და ახლობლების გარემოში არაჩვეულებრივად გაატარა.
"დღეს ხუთი წელი შეგისრულდა და შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული ხარ. იბედნიერე, ჩემო გოგონა, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ," - დაწერა ქეთამ პოსტის აღწერაში.