პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ერთმანეთს 2008 წელს, წმინდა ენდრიუს სახელობის უნივერსიტეტში შეხვდნენ და მალევე, ურთიერთობა მასშტაბური ქორწილით დაგვირგვინდა. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, ამჟამინდელი ჰერცოგინიით მოხიბლულ პრინცს საკმაოდ რთული ეტაპის გავლა მოუწია, რომელიც მიმზიდველი ლამაზმანის გაცნობას გულისხმობდა.
როგორც ირკვევა, ნერვიულობის მიუხედავად, პრინცმა უილიამმა გადაწყვიტა ქეითი გაეცნო, თუმცაღა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ის გეგმავდა.
"ეს საშინელი დასაწყისია, შენ ალბათ იფიქრებ, რომ ნამდვილი ხეპრე ვარ," - სწორედ ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებითაც მან ჰერცოგინიის გაცნობა შეძლო.