რუსთავი 2–ის ეთერში ტელემაყურებელი მალე ახალ გასართობ პროექტს – დიდ ამბავს იხილავს. შოუს სამი წამყვანი ჰყავს, რომელთაგან ორს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს, ესენი არიან - მსახიობი ეკა დემეტრაძე და ტელეწამყვანი და რეჟისორი ნიკა ლომიძე.
რაც შეეხება მესამე წამყვანს ის ტელეეკრანზე არ გამოჩნდება და შესაბამისად მისი ვინაობა მაყურებლისთვის უცნობი დარჩება.
გადაცემა დატვირთული იქნება თამაშებით, სახალისო რუბრიკებით და მუსიკალური სესიებით. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს კი მოუწევთ თავი გაართვან სახალისო გამოწვევებს.
მაშ ასე, დაელოდეთ დიდ ამბავს და გაიხალისეთ ზაფხულის ცხელი დღეები რუსთავი 2–თან ერთად.