ვიქტორია ბექჰემის სტილი წლების განმავლობაში ტრანსფორმირდა და დაიხვეწა, დღეს თუ მას ყოველთვის კლასიკური და ზომიერად სექსუალური დიზაინით ვხდედავთ, იყო დრო, როცა პოპვარსკვლავს ტანზე მომდგარი და გამომწვევი სამოსით აფიქსირებდნენ.
ამ ყველაფრის შესახებ მას საკუთარი აზრი გააჩნია, "როდესაც Spice Girls-ში ვიყავი, გოგონებს სტილისტების გუნდი გვაცმევდა, მაგრამ მე არასდროს მყოფლია პირადი სტილისტი. მე როგორც წესი სხვადასხვა სტრუქტურის მქონე კაბებსა და კორსეტებს ვხმარობდი, რომელთა ნაწილი დღესაც მაქვს, მაგრამ ახლა უფრო განვიტვირთე.
როდესაც უკან ვიხედები, ვგრძნობ, რომ მუდმივად ტანზე მომდგარი სამოსის ტარება, უმწეობის ნიშანი იყო," - აღნიშნა მან.