ცნობილი რეპერი - იგი აზალეა რამდენიმე დღის წინ დედა გახდა, თუმცა მას ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ 10 ივნისს დაადასტურა. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ჩანს ის და Playboi Carti-ს სახელით ცნობილი ხელოვანი ბიჭის მშობლები გახდნენ.
"მე მინდა მისი ცხოვრება კამერების მიღმა დარჩეს, მაგრამ უნდა დამედასტურებინა რომ ის საიდუმლო არაა და ჩვენ ის იმაზე მეტად გვიყვარს, ვიდრე ამის აღწერა სიტყვებითაა შესაძლებელი," - დაწერა რეპერმა, თუმცა სახელის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.