კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უთანხმოება, რომელიც 2020 წლის პანდემიის პერიოდში დაიწყო, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ფანებმა იციან,რომ წყვილი დროის უმეტეს ნაწილს საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ნაწილში ატარებს, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ კიმი მეუღლეს შვილებისადმი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში ადანაშაულებს.
ამჟამად კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცაღა ამას არ ასაჯაროებს.
ბუნებრივია, ცოტა ხნის წინ ინსაიდერის მიერ გაჟღერებული ცნობა იმის შესახებ, რომ კიმ კარდაშიანს ოჯახის შესანარჩუნებლად მეუღლის დროებით დატოვება აქვს გადაწყვეტილი, ამის რეალურ საფუძველს იძლევა, ინფორმაცია ფაქტებით არ დასტურდება.
ამასთანავე, ოჯახის პრესტიჟის დასაცავად საზოგადოების წინაშე კვლავ მათი მენეჯერი - კრის ჯენერი ჩნდება, "კანიე ჩვენი ოჯახის უმნიშნელოვანესი ნაწილია,"-აღნიშნა მან, რითიც ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერს იზამს, ამ ურთიერთობის გადასარჩენად.