კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სოციალურ ქსელებში ახალი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც 37 წლის უილიამი შვილებთან - პრინცესა შარლოტასა და პრინც ჯორჯთან ერთად, სანდიგრემის ერთ-ერთი საცხოვრებლის წინ არის დაფიქსირებული.
ფოტო "მოხალისეების კვირეულის" დასრულებას მიეძღვნა, რომელშიც ოჯახი აქტიურად იყო ჩართული. მათ შორის პრინცესა შარლოტაც, რომელიც როგორც დედის მიერ გამოქვეყნებული კადრებით ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი, დიდი სიხარულით ჩაერთო ხანდაზმულთა დახმარების საქმეში.