ილონ მასკს სულ ცოტა ხნის წინ ეყოლა პირველი საერთო შვილი Grimes-ის სასცენო სახელით ცნობილ მომღერალთან. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჩვეულ რიტმში განაგრძობს ცხოვრებას და ფანებსაც ხშირად უზიარებს სიახლეებს, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, გოგონას დედამ ამ ყველაფრის ნაკლებად ღია და ნეგატიურ მხარეზე ისაუბრა.
სენდი გაროსინომ ტვიტერზე საკამოდ უხეში ტექსტი გამოაქვეყნა, "თქვენი პარტნიორი რთულ ორსულობასა და გამოწვევებით სავსე მშობიარობას რომ გადიოდეს, კვლავაც გენდომებოდათ ტვიტერზე ამდენი ტექსტის წერა,?" - აღნიშნა მან, თუმცაღა ტექსტი მალევე წაშალა.
თუმცაღა სიტუაცია უფრო გაართულა იმ ფაქტმაც, რომ თავად მომღერალმაც მოიწონა დედის გულახდილი პოსტი.