სკანდალურ შოუბიზნესში ამჯერად რეპერი დრეიკის თამამ ნაბიჯს განიხილავენ. 33 წლის ცნობილი ვარსკვლავი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში მისი ერთ-ერთი მუსიკალური ჩანაწერი შემთხვევით მოხდა.
ლირიკა კი, რომელმაც უამრავი ადამიანი აღაშფოთა ცნობილ გოგონებს ეხებოდა, "20 მყავს ისეთი, როგორიც კაილია, 20-იც ქენდალივით და ამდენივე ჯიჯი," - აღნიშნული უხეში ფრაზის გამო, დრეიკმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
"ეს საჯაროდ არც უნდა გაჟღერებულიყო, ყველაზე ნაკლბად დღის იმ შეგრძნებით დაწყება მსურდა, რომ მეგობრები გავაწბილე," -დაწერა მან ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ დრეიკს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს გოგონებთან და გასულ წელს, როცა კაილი ჯენერი და ტრევისი დროებით დაშორდნენ, სწორედ მას მიაწერდნენ 22 წლის მილიარდერთან რომანს.