OK! Magazine Georgia კვლავ საინტერესო Live-ით დაუბრუნდა გვერდის მომხმარებლებს. გადაცემის წამყვანსა და მედიაჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორს, მაიკო წერეთელს სტუმრების ამპლუაში ამჯერად ექიმი რეაბილიტოლოგი შალვა აბულაძე და სააფთიაქო ქსელი ჯპს–ის სილამაზის განყოფილების უფროსი ბრენდ მენეჯერი დიანა ოქროპირიძე ჰყავდა მიწვეული.
Live–ის მეშვეობით მოვისმინეთ ყველაზე პრაქტიკული რჩევები როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. გადაცემის პირველი ბლოკი მიეძღვნა სხეულზე ცხიმის მოყინვას, რომელის პროცესზეც შალვა აბულაძემ დეტალურად ისაუბრა: „ცხიმის მიყინვა ხდება ვაკუუმში, რომელიც აქვს ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილ უნიკალურ აპარატს, მისი მეშვეობითაც ხდება შერჩეული ზონის ვაკუუმში მოქცევა, სხეულის გარკვეულ ზონაზე ცხიმის შეწოვა და ამის შედეგად იწყება გაყინვის პროცედურა... პირველი შედეგი გამოიკვეთება ორი კვირიდან და დაახლოებით 3 თვის ვადაში ყოველდღიურად უმჯობესდება და საბოლოო შედეგამდე 90 დღის თავზე მივდივართ“.
მისივე თქმით ქალბატონების უმეტესი ნაწილი უფრო ხშირად მუცლისა და გალიფე ზონას იყინავს, რომელიც მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს, დაახლოებით 40%–ს აწუხებს. კრიოლიპოლიზის შემთხვევაში კი ეს ზონები ბალანსდება და მომხმარებელი პროპორციული სხეულის ფორმებს იღებს. პროცედურა ტარდება დასავლეთ ევროპაში აღიარებული აპარატებით და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის უმტკივნეულოა.
როგორც შალვა აბულაძემ აღნიშნა ზედმეტი ცხიმების მოსაყინად არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც ხშირად მიმართავენ. თუ აქამდე წლის განმავლობაში 5 პაციენტი აკითხავდა კლინიკას ამ პრობლემის გადასაჭრელად, ამჯერად 5 პაციენტი თითქმის ყოველ თვე აკითხავს.
გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს რაც შეეხება, აუცილებელია კვების რაციონის დაცვა. სწორედ ეს განაპირობებს შემდგომ პროცედურის წარმატებით დასრულებასა და შედეგის შენარჩუნებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი სააფთიაქო ქსელი ჯპს–ის სილამაზის განყოფილების უფროსი ბრენდ მენეჯერი დიანა ოქროპირიძე იყო, რომელმაც ქსელში წარმოდგენილი თავისა და თმის მოვლის საშუალებებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის თბილი დღების მოახლოებასთან ერთად ყველა ქალბატონი იწყებს გარუჯული სხეულის გამოჩენას, თუმცა წლევანდელი წელი ყველასთვის გამონაკლისი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ პსპ–ს სააფთიაქო ქსელი თითოეულ მომხმარებელს NUXE sun–ის დამატენიიანებელ ავტორუჯს სთავაზობს, რომელიც კანს მსუბუქ მბზინვარებასა და ბუნებრივი რუჯის ეფექტს გამოყენებიდან ორ საათში ანიჭებს.
ქსელში ასევე წარმოდგენილია შამპუნი ხვეული თმისთვის, რომელსაც აქვს დამატენიანებლის ეფექტი, თმას სძენს მბზინვარებას და აადვილებს დავარცნის პროცესს. ამ პროდუქტის გამოყენება კი განსაკუთრებით შედეგიანი ხვეული თმის დასამორჩილებელ კრემთან ერთად იქნება, რომელც ყველაზე დაუმორჩილებელ კულულსაც კი აწესრიგებს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი კი Batiste-ს სხვადასხვა არიმატებით გაჯერებული მშრალი შამპუნია, რომელიც ნებისმიერი ფერისა და ტიპის თმაზე გამოიყენება.
ქსელში ასევე წარმოდგენილია ახალი ტრენტი – ნახშირის შემადგენლობის შავი კბილის პასტა, რომელსაც მათეთრებლის ეფექტი აქვს და გამოირჩევა მაღალი აბრაზიულობითა და სწრაფი ეფექტით. კბილის პასტსთვის სპეციალურადაა შექმნილი კბილის ჯაგრისი, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო უკეთეს შედეგს იღებს მომხმარებელი, და არ დაგვავიწყდეს მესამე პროდუქტი კბილის უნიკალური ძაფი. იდეალურია მათთვის, ვისაც ღრძილებისა და კბილების მგრძნობელობა აწუხებს. პიტნის სასიამოვნო არომატი კი ხელს უწყობს ჯანსაღი სუნთქვის ხანგრძლივ შენარჩუნებას.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი NUXE-ის ინსტა–ნიღაბი დეტოქსია, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს პრობლემაზე და იძლევა დაყოვნებელ შედეგს. ღრმად ასუფთავებს კანს და აჩქარებს დეტოქსიკაციას.
პსპ–ში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ „ურიაჟის“ ნაოჭსაწინააღმდეგო დღის კრემი მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის, რომელიც საუკეთესოა ანტიასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის და ძლიერად იცავს კანს გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან. „ურიაჟის“ პროდუქტი რა საკვირველია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ასევე წარმოდგენილია თერმული წყალი საფრანგეთის ალპებიდან, გამორჩეულუი მაღალი მინრალიზაციით. პროდუქტი შეიცავს დამამშვიდებელ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს. „ურიაჟის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროდუქტია ტანის დამატენიანებელი ლოსიონი მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის, რომელიც ასევე თერმულ წყალს დიდი რაოდენობით შეიცავს.
და ბოლოს ATTIRANCE-ს უსიამოვნო სუნის საწინაარმდეგო შხაპის გელი, რომელიც ებრძვის სუნის გამომწვევბაქტერიებს, აღმოფხვრის პრობლემის გამომწვევ მიზეზს და აქრობს უსიამოვნო სუნს.