მშობლები ყოველთვის ცდილობენ თავიანთ შვილს ლამაზი, განსხვავებული და მნიშვნელობის მატარებელი სახელი დაარქვან. ზოგიერთი მშობელი ბავშვს სახელს საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე ურჩევს, ზოგი კი ტრადიციას არ არღვევს და შვილს ბებიის, ბაბუის ან რომელიმე სხვა ოჯახის წევრის სახელს არქმევს. ვარსკვლავების შემთხვევაში ხშირად ასე არ ხდება, რადგან მათ სურთ, რომ სახელი, რომელსაც ისინი შეარჩევენ ყელასგან განსხვავებული იყოს და ზოგჯერ სახელი მნიშვნელობის მატარებელი სულაც არ არის. სწორედ ამიტომ OK! გთავაზობთ ბავშვებს, რომლებსაც ვარსკვლავურმა მშობლებმა ძალზედ უცნაური სახელები შეურჩიეს.
კრის მარტინის და გვინეტ პელტროუს პირველ შვილს წყვილმა Apple დაარქვა. გვინეტმა განაცხადა, რომ სახელი კრისის იდეა იყო, თუმცა ის მასაც ძალიან მოეწონა და სწორედ ამიტომ მათ შვილს ხილის სახელი დაარქვეს.
სერიალ “Friends”-ის ვარსკვლავმა კორტნი კოქსმა და მისმა მეუღლემ დევიდ არქეტამ შვილს Coco დაარქვეს. კორტნის განცხადებით მან შვილს საკუთარი სახელის ინიაციალები დაარქვა.
კანიე ვესტმა და კიმ კარდაშიანმა პირველ შვილს North West-ი დაარქვა, ზედმეტსახელად კი მას Nori-ს ეძახიან, რაც იაპონური წყალმცენარის სახელია. წყვილმა უცნაური სახელები მომდევნო შვილებსაც დაარქვეს. პირველ ვაჟს მათ Saint დაარქვეს, გოგონას Chicago, ყველაზე უმცროს ვაჟს კი Psalm-ი.
გვენ სტეფანიმ კი მის შილებს მისი საყვარელი ადგილების სახელები დაარქვა. Kingston-ი, Jamaica და Zuma.
მაიკლ ჯექსონმა მის ვაჟს Michael Joseph “Prince” Jackson Jr. დაარქვა. მომღერალს სურდა, რომ მის შვილს სახელში სამეფო წოდება და მისი სახელი ჰქონოდა გაერთიანებული.
ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა შვილს Lea de Seine Shayk Cooper დაარქვეს. ირინამ სახელთან დაკავშრებით ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ Lea მისი ბებიის სახელია, ხოლო სახელის მეორე ნაწილი პარიზში მდებარე მდინარეს ეკუთვნის.
ლიამ პეინმა და შერილ კოლმა შვილს Bear დაარქვეს, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ წყვილმა თავდაპირელად არ იცოდა თუ რა სახელს შეურჩევდნენ შვილს და მას ზედმეტსახელად Bear-ს ეძახდნენ დროთა განმავლობაში კი ჩათვალეს, რომ ეს იდეალური სახელია.
კორტნი კარდაშიანმა და სკოტ დისიკმა უმცროს ვაჟს Reign (მეფობა) დაარქვეს. ერთ-ერთ ინტერვიუში კორტნიმ განაცხადა, რომ ეს სახელი დიდი ხნის განმავლობაშ მოსწონდა და იმ შემთხვევაში თუ მას გოგონა ეყოლებოდა შილს rain-ს (წვიმა) დაარქმევდა.
მირაია ქერიმ და ნიკ ქენონმა ტყუფ შვილებს საკმაოდ განსხვავებული სახელები შეურჩიეს. ერთი შვილის სახელი არის Moroccan, მეორე კი Monroe მერლინ მონროს საპატივცემულოდ.
მეგან ფოქსმა და ბრაიან ოსტინ გრინმა შვილს Bodhi დაარქვეს რაც გამოღვიძებას ნიშნავს.