ტომ ბრედი ბრაზილიელი სუპერმოდელის, ჟიზელ ბიუნდჰენის მეუღლეა, თუმცა ამას გარდა ის წარმატებული სპორტსმენია და ექვსგზის Super Bowl-ის გამარჯვებული. ახლახანს კი მან The Howard Stern Show-ში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და გაამხილა, რომ ჟიზელი თავდაპირველად მათი ქორწინებით უკმაყოფილო იყო.
„რამდენიმე წლის წინ მე და ჟიზელი სულ ვკამათობდით. ის მეუბნებოდა, რომ მე ოჯახისთვის არაფერს ვაკეთებდი და ყველაფრის გაკეთება თავად უწევს. ის მეუბნებოდა, რომ ჩემს კარიერას უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობდი ვიდრე ოჯახს და ხშირად მახსენებდა, რომ მასაც წარმატებული კარიერა აქვს, უბრალოდ მან ის შვილებისგამო გვერდით გადადო.“
„მახსოვს ჩემმა მეუღლემ ერთხელ წერილი დამიწერა, რომელსაც დღემდე ვინახავ. მან ამიხსნა, რომ ურთიერთობით ბედნიერი არ არის და თუ ასე გაგრძელდება ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება. ამან დამაფიქრა და მას შემდეგ ჩემი ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტული გახდა. მე მის გვერდით თავს ყველაზე ბედნიერ მამაკაცად ვთვლი და მის დაკარგვას თავს ვერასოდეს ვაპატიებ.“
შეგახსენებთ, რომ ჟიზელ ბიუნდჰენმა და ტომ ბრედიმ 2009 წლის თებერვალში იქორწინეს და ორი შვილი 10 წლის ბენჟამინი და 7 წლის ვივიანი ჰყავთ. თუმცა ბრედს პირველი ქორწინებიდან 12 წლის ჯეკი ჰყავს.