ქართულ ბაზარზე უნიკალური და ინოვაციური მიგნება − ART WOOD გამოჩნდა, რომელმაც სულ ახლახან მომხმარებლის წინაშე პირველი ბრენდ-მაღაზია წარადგინა. გამოცდილი ხელოსნების გუნდმა ხესთან მუშაობის უპირატესობა ახლებურ გააზრებად აქცია და მასალისგან შექმნილი იშვიათი ნიმუშები წარმოადგინა.
ეპოქსიდის მასალით შემდგარი ცნობილი ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო აქტუალური ხდება, საქართველოში ART WOOD-ის დურგლებმა მასიური წარმოებით დანერგეს. ულამაზესი ფერებით გამდიდრებული ხის ესთეტიკა ავეჯისა და აქსესუარების დიზაინში ახალი სიტყვაა, რომელსაც ბრენდი ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს.
თუთის, ვაშლის, მსხლისა და სხვა უნიკალური ხის ჯიშები საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, ხარისხთან ერთად, ორიგინალური ვიზუალის განმსაზღვრელია. რთული და იშვიათი ტექნოლოგიით დამუშავებულ ნიმუშებს art wood-ის გამოცდილი ოსტატები ქმნიან და მსოფლიო მასშტაბით, იმ მცირერიცხოვან გუნდში შედიან, რომელიც ეპოქსიდის გამოყენების შრომატევად პროცესს მიმართავს.
თითოეულ პროდუქტზე, დიზაინერთან ერთად, მხატვარიც მუშაობს, რომელიც მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ავეჯზე ერთგვარ მხატვრულ ტილოს ქმნის. მარმარილოს ეფექტის მსგავს ვიზუალს ეპოქსიდი წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო კომფორტული მოხმარებისაა − გამძლე მასალა მისი მრავალწლიანი სრულფასოვანი ფუნქციონირების გარანტია. მსგავსი კრიტერიუმით გამოირჩევა ბუნებრივი, მასიური ხეც, რომელთან სინთეზშიც გამორჩეული პროდუქტი იქმნება.
ART WOOD ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯისა და აქსესუარების დამზადებისას მასიურ ხეს იყენებს, რაც ოსტატების თქმით, შემოქმედებითობის თვალსაზრისით ვრცელი თავისუფლებაა. ხე ხელოვნებას გასაქანს აძლევს და გამოყენებითი პროდუქტის პარალელურად, ესთეტიკურ სილამაზეს ქმნის.
სამზარეულოს, საძინებლის, სააბაზანოს ავეჯთან ერთად, აქსესუარების მრავალფეროვან ჩამონათვალში art wood-ის ბრები, ტორშერები და ერთი შეხედვით ისეთი წარმოუდგენელი ნაწარმი შედის, როგორიც ხის ხელსაბანია. ფაქტი კომპანიის შეუზღუდავ ფანტაზიასა და შესაძლებლობებს ხაზს უსვამს.
გამორჩეული პროდუქციის კვალდაკვალ, „არტ ვუდში“ სერვისიც მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის მეგობრული გუნდი მომხმარებლის ყველა სურვილის გათვალისწინებით, კვლავაც განუმეორებელ ეგზემპლარებს დაამზადებს, რა დროსაც პროცესში საზღვრები იშლება.