გიორგი გაგნიძე საკუთარი კომპანიის ახალგაზრდა ხელმძღვანელის ამპლუაში საინტერესო საქმიანობას ეწევა და ნებისმიერი ღირსშესანიშნავი დღის სამახსოვრო გაფორმებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბრენდ „ენიგმასთან“ თანამშრომლობს. მისი კომპანია ევროპასა და აშშ-ში აღიარებული ხარისხისა და უსაფრთხოების მქონე ფოიერვერკის 200-ზე მეტი სახეობის ოფიციალური წარმომადგენლობის ფარგლებში, მომხმარებელს რჩეულ პროდუქციას გამორჩეული დღისთვის სთავაზობს.
გვიამბეთ, როგორ მოხდა ქართულ ბაზარზე „ენიგმას“ პროდუქციის რეალიზაცია და როგორ მოხერხდა ოფიციალური წარმომადგენლობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვება?
2005 წლიდან ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველები ვიყავით. მაშინ კომპანიას მამა ხელმძღვანელობდა, რომელსაც „ენიგმას“ დამფუძნებელთან ბულგარეთში საქმიანი ურთიერთობა წლების განმავლობაში აკავშირებდა. მათთან ჩვენი თანამშრომლობა წლებმა გამოსცადა, ამიტომაც რთული არ აღმოჩნდა, ნდობის საფუძველზე, ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მოგვეპოვებინა.
რა სახის პროდუქციას წარმოადგენს „ენიგმა ფოიერვერკს ჯორჯია“?
კომპანია მომხმარებელს მხოლოდ „ენიგმას“ ბრენდით არსებული ფოიერვერკების, შუშხუნების, ფერადი კვამლის, ცეცხლისა და სხვა საინტერესო პროდუქტის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი დღე კიდევ უფრო ლამაზ სანახაობად იქცეს.
როგორ ფიქრობთ, რა წარმოადგენს თქვენი კომპანიის უპირატესობებს?
მრავალფეროვანი სახეობისა და უსაფრთხოების ფაქტორების გარდა, კომპანიის უპირატესობას მის განსაკუთრებულ ხარისხში ვხედავ. ეს ეხება როგორც პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს აკმაყოფილებს, ასევე მომსახურებას. „ენიგმა ფოიერვერკს ჯორჯიაში“ პროდუქციის მიწოდებას, მონტაჟსა და შემდგომ გასროლას პერსონალი უზრუნველყოფს. ღონისძიების ადგილზე რჩება ადამიანიც, რომელიც სპეციალური დისტანციური მართვის პულტით ფოიერვერკის გააქტიურების ბრძანებას გასცემს, ეს აპრობირებული და გამორჩეულად უსაფრთხო პროცესია. მეგობრულ და ყურადღებიან გუნდს ჩვენს უპირატესობად მივიჩნევ.
რამდენად საინტერესო გამოცდილებაა კომპანიის მართვა თქვენთვის, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში?
ორიოდე წლის წინ ბიზნესისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე და ამ მიმართულებით ჩემი პრაქტიკული საქმიანობა საინტერესო გამოწვევაა.
რამდენად დიდია პროდუქციის მოთხოვნა ქართულ ბაზარზე?
ფაქტობრივად, არც ერთი დღესასწაული ფოიერვერკის გარეშე აღარ აღინიშნება. მოთხოვნა წლებთან ერთად სულ უფრო მზარდია. ჩვენი მარაგი და შესაძლებლობები კი შეუზღუდავი. თბილისსა და რეგიონებში არაერთი ღონისძიება გავაფორმეთ, მათ შორის – დედაქალაქში თბილისობის დღესასწაულიც.
როგორია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა?
დღის უმეტესი ნაწილი შეხვედრებს ეთმობა. ვხვდებით მათ, ვისაც სურვილი აქვს „ენიგმას“ პროდუქციას გაეცნოს, საკუთარი ღირსშესანიშნავი დღე გაალამაზოს და ამისთვის შესაფერის პროდუქტს ჩვენთან არჩევს. ჩვენი მხრიდან კი გვაქვს არაერთი შეთავაზება, ინდივიდუალური გაფორმება. ვითვალისწინებთ თემატიკას და შესაბამისად ეწყობა ფოიერვერკებიც; გვაქვს სხვადასხვა ეფექტის მქონე პროდუქტი, რომელიც დღის ხასიათში ჩაჯდება.
რას გეგმავთ სამომავლოდ?
ჩვენი გუნდი, რომელიც ენერგიულ და მეგობრულ ადამიანებს აერთიანებს, საერთო ხედვით მიიწევს წინ. ძალიან გვინდა, ქართულ ბაზარზე ურყევ, მოწინავე პოზიციას ვინარჩუნებდეთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.