23 წლის მომღერალი, კამილა კაბელო Rolling Stone-თან ინტერვიუს დროს, შონ მენდესთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა. მომღერალმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა შონთან ერთად არის, მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ პირველი დუეტის ჩაწერის შემდეგ მოეწონათ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობა გაცილებით გვიან დაიწყეს.
„ორივე ახალგაზრდები ვიყავით, შონი კარიერულ წინსვლაზე იყო ორიენტირებული. ვფიქრობ მაშინ არ იყო სწორი დრო ჩვენი ერთად ყოფნისთვის, ამიტომ საკუთარ თავსაც არ ვაძლევდით უფლებას ამაზე ბევრი გვეფიქრა, ჩვენს გრძნობებს უბრალოდ არ ვაქცევდით ყურადღებას.“
შეგახსენებთ, რომ კამილა კაბელოს და შონ მენდესის დუეტი პირველად 2015 წელს, სიმღერით I Know What You Did Last Summer-ით შედგა. 2019 წელს კი მას მოჰყვა გახმაურებული დუეტი Señorita, რომელმაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.